ჩემი და თქვენი, ანუ ჩვენი სტერეოტიპები

ადამიანი თავისი გაჩენის დღიდან ცდილობდა საკუთარი თავის შეცნობას. ასე რომ ადამიანის ინტერესი საკუთარი თავისადმი და საზოგადოებისადმი კაცობრიობასავით ძველია. არ გაგიკვირდებათ და მეც მაინტერესებს საკუთარი ადამიანურობისა და კულტურის შეცნობა.

ალბათ ყველას თუ არა ბევრ თქვენგანს მაინც მიუღია მონაწილეობა ქართველების და ქართველობის შესახებ კამათში, სადაც გაცხარებული დავაა ქართველი ერის გამორჩეულობასა და ტრადიციების უნივერსალურობაზე. ბევრია ჩვენს საზოგადოებაში ისეთი ვისაც ეს სჯერა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად! პირადად ჩემთვის კი  კითხვამ – „ რას ფიქრობენ სხვა ერები ქართველებსა და მათ ტრდიციებზე?“ შეცვალა და განაპირობა ადამიანისა და მისი კულტურის სხვაგვარი აღქმა, აღმოჩნდა რომ ჩვენთვის ის რაც „ბუნებრივად“ მიმაჩნდა, სინამდვილეში კულტურის ნაყოფია და სრულიადაც არაა ბუნებრივი. ანუ ერთგავრი ეთნოცენტრიზმი აღმოვაჩინე საკუთარ თავში – სამყაროს, სხვა კულტურებს და ხალხებს, მხოლოდ საკუთარი კულტურის პოზიციიდან, ცალმხრივად აღვიქვავდი და ვაფასებდი :

• საკუთარი კულტურის ელემენტებს აღვიქვავდი როგორც „ბუნებრივსა“ და „სწორს“, ხოლო სხვა კულტურისას – როგორც „არაბუნებრივსა“ და „არასწორს“;
• საკუთარი კულტურის ადათ–წესებს განვიხილავდი უნივერსალურად;
• საკუთარი კულტურის ნორმებს და ღირებულებებს ვაფასებდი უდავო ჭეშმარიტებად;

მახასითებდა ზნეობრივი, რელიგიური, სოციალური, ესთეტური ფორმების უარყოფა, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ დაშორებული იმათგან, რომლებთანაც საკუთარი თავის გაიგივებას ვახდენდი. ჩემთვის ჩვეული იყო სიტყვების წარმოთქმა : „ველურების ჩვევები“, „ეს ჩვენებური არ არის“ და.შ. ეს და ბევრი მსგავსი რეაქცია, რომლებიც გამოხატავს იმ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომლებსაც ჩემში იწვევდა ცხოვრების, აზროვნების, რწმენის ჩვენთვის უცხო წესი.

აი მაგალითად, ანტიკური ხანა ყველაფერს, რაც არ იყო ბერძნული კულტურის შემადგენელი ნაწილი ერთნაირად ბარბაროსულს უწოდებდა. დასავლურმა ცივილიზაციამ იმავე შინაარსით გამოიყენა ტერმინი ველური. ამ ტერმინებს პირადად მეც ხშირად ვახსენებდი, თუნდაც ისტორიის სწავლისას და არ მიჩნდებოდა არც კითხვა და არც პროტესტი თუ რატომ მოიხსენიებდნენ მათ ასე. ყველაფერი ამის გააზრებამ დიდი როლი ითამაშა ჩემი მსოფმხედველობის ჩამოყალიბებაში და დამანახა ის, რომ ჩვენ ადამიანები ვარჩევთ, კულტურის მიღმა, ბუნებაში მოვისროლოთ ყველაფერი ის, რაც იმ ნორმას არ მიესადაგება, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ.

ყველა ადამიანი და ეთნოსი თანაბარია და თავისებურად უნიკალური!

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment